ჩვენი გუნდი

ანა ნიჟარაძე

ინსტიტუტის ასისტენტი
 

ანა ნიჟარაძეს 2018 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო 2021 წელს მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით (ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (გერმანია)).

სტუდენტობის პირველივე დღეებიდან ანა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იქნება ეს ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, შეჯიბრი, ვორქშოპი თუ სხვა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2016 წლიდან ანა მონაწილეობას იღებს გაეროს სხვადასხვა კომიტეტების მოდელირებულ პროცესებში; სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაციის ავტორობითა და მხარდაჭერით ორგანიზებულ სეზონურ სკოლებში, რომელთა თემატიკა ძირითადად ადამიანის უფლებების სამართალში მიმდინარე აქტუალურ პრობლემატიკას შეეხება.

საქართველოში სტუდენტობის პერიოდში, ხშირად მონაწილეობდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში თბილისის საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში. სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე გამოცემული აქვს სამართლის საკითხებზე რამოდენიმე ნაშრომი კონფერენციების, პროექტების, სტუდენტებისთვის ორგანიზებულ ესეების კონკურსში გამარჯვების ფარგლებში.

2020-2021 წლების პერიოდში ანა გახლდათ გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს სტიპენდიანტი.

სხვადასხვა პოზიციებზე და დაწესებულებაში მისი სამუშაო გამოცდილება რამდენიმე წელს მოიცავს და დღემდე აქტიურად აგრძელებს პროფესიულ განვითარებას.