თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმი

თარიღი: 02-12-2025
 
თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის კოლოკვიუმი
 

მიმდინარე წლის 27-30 ნოემბერს, სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტის ბაზაზე, გაიმართა მორიგი სამეცნიერო ღონისძიება თურქულ-გერმანულ-ქართული სამართლის დიალოგის ფარგლებში. მასში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები სამივე ქვეყნიდან.

პროექტი განხორციელდა დანაშაულისა და სასჯელის შესახებ მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის დიალოგის ფორმატი დაფუძნდა 2024 წელს ესქისეჰირის ოსმანგაზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (დოქტ. სემი იუმაკი), საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა (პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი) და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის (პროფ. მარტინ ვასმერი) ინიციატივით და მის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება.