საერთაშორისო სისხლის სამართალი

საერთაშორისო სისხლის სამართალი ფართო გაგებით აერთიანებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებას, ევროპულ სისხლის სამართალს ევროსაბჭოს ფარგლებში და ევროკავშირის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კვლევები განხორციელდება ამ სამი მიმართულებით. ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზიაციის საკითხები ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

გარდა ამისა, გარკვეული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის საკითხებს, მაგალითად, როგორიც არის ექსტრადიცია და გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარება.