ჩვენი გუნდი

ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M.(Munich)

სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
ინსტიტუტის ხელმძღვანელი
 

ბაჩანა ჯიშკარიანი 2003-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). მოგვიანებით მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი მიუნხენის უნივერსიტეტში. 2012 წელს, ასევე მიუნხენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, პროფესორ ჰელმუტ ზატცგერის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე. მიყავდა სალექციო კურსები ამავე უნივერსიტეტში გერმანული სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის მიმართულებით სამუშაო ჯგუფების ფორმატში. მუშაობდა იურიდიულ კომპანია Becker Büttner Held-ში მეცნიერ - თანამშრომლად.

2013 წლიდან ბაჩანა ჯიშკარიანი არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2017 წლიდან, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ და გერმანულ ენებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას იურიდიულ კომპანია „სამართლის სახლში“ ადვოკატისა და ექსპერტის რანგში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მონოგრაფიები ქართული, გერმანული, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე. ბაჩანა ჯიშკარიანს მოპოვებული აქვს რამდენიმე სასწავლო თუ კვლევითი სტიპენდია, მათ შორის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, მაქს-პლანკის საზოგადოების, ფოლკსვაგენისა და ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის. გაკეთებული აქვს სამეცნიერო მოხსენებები კიოლნის,მიუნხენის,იენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში, ასევე მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში, ფრაიბურგი.

იხ. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი პუბლიკაციების სრული სია ...