ქართული სისხლის სამართალი


ახალი სახელმძღვანელო

„სისხლის სამართლის კერძო ნაწილი - დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ“

ინსტიტუტის ფარგლებში გამოიცა ახალი სახელმძღვანელო, სისხლის სამართლის კერძო ნაწილში , რომელშიც შემდეგ დანაშაულებზეა ყურადღება გამახვილებული :

- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

- დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

- საფრთხის შემქმნელი დელიქტები

- სქესობრივი დანაშაულები

- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.

მასში განხილულია, ზოგად თეორიულ საკითხებთან ერთად ქართული სასამართლო პრაქტიკა , თითოეულ თავთან მიმართებით. გარდა ამისა, მოცემულია კაზუსის ამოხსნის სქემები კერძო ნაწილის ცალკეულ დანაშაულებზე.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია დახმარება გაუწიოს არა მხოლოდ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, არამედ პრაქტიკოს იურისტებსაც. მასზე მუშაობა დასრულდა 2016 წლის ნოემბერში.

სახელმძღვანელოს ავტორია ასოც. პროფ.ბაჩანა ჯიშკარიანი, ხოლო სამეცნიერო რედაქტორები ასოც. პროფ. თამარ ებრალიძე და გიორგი დგებუაძე.