გერმანული სისხლის სამართალი


ინსტიტუტი გერმანულ უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად მართავს სეზონურ სკოლებს და ახორციელებს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისთვის. ასევე, გერმანული-ქართული სამართლის დიალოგის ფარგლებში იმართება ყოველწლიური კონფერენცია ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით. გარდა ამისა, გამოიცემა კრებულები სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.