ჩვენი გუნდი
მარიამ ჯანგირაშვილი
ინსტიტუტის ასისტენტი
მარიამ ჯანგირაშვილს 2022 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი (საქართველოს უნივერსიტეტი), ამჟამად კი სწავლობს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტში.
სტუდენტობის პირველივე დღეებიდან მარიამი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იქნება ეს ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ვებინარი თუ სხვა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 2022 წელს მარიამი იმყოფებოდა საზაფხულო სკოლაში კიოლნის უნივერსიტეტში, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით.
2019-2023 წლების პერიოდში მარიამი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ელსა “-ს წევრი (ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია), ამ დროის განმავლობაში აორგანიზებდა ტრენინგ-კურსებს, შეჯიბრებებსა და სხვადასხვა პროექტებს სამართლის მიმართულებით (შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირებაში, შეჯიბრი მოწმის დაკითხვაში, სამართლებრივი კურსი „შრომის სამართალი და მედიაცია “-ში და სხვა).
2023 წლის გაზაფხულის სემესტრის პერიოდში მარიამი Erasmus + გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა იტალიაში.
მარიამის სამუშაო გამოცდილება რამდენიმე წელს მოიცავს სხვადასხვა პოზიციაზე და დაწესებულებაში.